ახალი ამბებირეკლამა

შემოსავლების სამსახურის ბათუმის სერვისცენტრში კონსულტაცია 15 282 მოქალაქემ მიიღო

3 აგვისტო, 2020 • 1395
შემოსავლების სამსახურის ბათუმის სერვისცენტრში  კონსულტაცია 15 282 მოქალაქემ მიიღო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ ბათუმში მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ შემოსავლების სამსახურის უფროსს მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა და პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ანგარიში წარუდგინა

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში ბათუმის სერვისცენტრი ადგილზე 3 259 გადამხდელს მოემსახურა, ხოლო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, კონსულტაცია 15 282 მოქალაქემ მიიღო

მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, გადასახადის გადამხდელებისთვის კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა უმნიშვნელოვანესი პროცესია. აქ მათ შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო სხვადასხვა სახის   ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ხოლო ახალი ელექტრონული სერვისები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება მხარეებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა, მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროსა და ფინანსურ რესურსს ,“- განაცხადა ლევან კაკავამ.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინიცაიტივით გაიმართა და მსგავსი ფორმატის შეხვედრები, ეტაპობრივად, სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი