ახალი ამბები

სააკაშვილი: ხელით ვერავის ვათრევ, გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს

3 აგვისტო, 2020 • 2073
სააკაშვილი: ხელით ვერავის ვათრევ, გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძემ რომელმაც ოპოზიციის კოალიაცია “ძალა ერთობაშია” დატოვა და თაკო ჩარკვიანთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა ამბობს, რომ “ბნელ მხარს გადავიდა”:

“მე ყოველთვის ძაიან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და ყოველთვის მინდა ადამიანებს შანსი მივცე. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად.

მე არავითარი პირადი წყენები არ მაქვს. ახლა რაც ხდება, ივანიშვილის თამაშია როგორმე დაგვშალოს, არ ვიცი რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს” – თქვა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა დღეს, 27 ივლისს, ახალი პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” წარადგინეს. როგორც პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე პლატფორმა სამ სუბიექტს აერთიანებს, “ახალ საქართველოს”, “კანონი და სამართალს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი