ახალი ამბებიეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, ივნისში მშპ 7.7%-ით შემცირდა — საქსტატი

31 ივლისი, 2020 • 1398
წინასწარი შეფასებით, ივნისში მშპ 7.7%-ით შემცირდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკური სამსახურის წინასწარი შეფასებით, ივნისის თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელს, კლება არის -5.8 პროცენტი.

გარდა ამისა, წინა წლის ივნისთან შედარებით, 2020-ის ივნისში მკვეთრადაა შემცირებული ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები: ექსპორტი შემცირდა 15.9%-ით, იმპორტი კი – 19.1%-ით.

მიმდინარე წლის ივნისში, ასევე, გაზრდილია საბიუჯეტო ხარჯები და შემცირებულია შემოსავლები — ხარჯები 998.9 მილიონი ლარია, ხოლო შემოსავალი — 653.5 მილიონი.

საქსტატის ცნობითვე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე, წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი