ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს

29 ივლისი, 2020 • 1173
ბაჩალიაშვილის საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს

23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს  შს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. 

როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ეს გადაწყვეტილება მინისტრმა ოჯახის თხოვნის საფუძველზე მიიღო. 

მანამდე საქმეს შსს კრიმინალური პოლიციის ქვემო ქართლის განყოფილება იძიებდა, რადგანაც ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი სწორედ იმ არეალში – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იპოვეს. 


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი