ახალი ამბები

ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთში იყრის კენჭს

29 ივლისი, 2020 • 1473
ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთში იყრის კენჭს

“მოძრაობა ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ის განცხადებას თავად ავრცელებს.

“ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენს ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში, ან შევალთ 21-ე საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით”, – წერს დოლიძე.

“ქართული ოცნებიდან” ამ რიაონში კენჭს გია ვოლსკი იყრის, ოპოზიციას ჯერ კანდიდატი არ დაუსახელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი