ახალი ამბები

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და იარაღის/ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 2 პირია დაკავებული

29 ივლისი, 2020 • 681
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და იარაღის/ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 2 პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 პირია დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია და არის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი.

გარდა ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ „დაკავებულები კანონიერი ქურდების მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და „ქურდული გარჩევის„ გზით, „კანონიერი ქურდების“ დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ“.

ამასთან ერთად, შსს-ში აცხადებენ, რომ ერთი ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია „მაკაროვის„ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, მეორე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

დანაშაულები, რომელთა ჩადენასაც დაკავებულებს ედავებიან, 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი