ახალი ამბები

კომპლიმენტებს ვიღებთ ქალბატონებისგან, რომლებიც ქუსლიანი ფეხსაცმელებით გადაადგილებიან – კალაძე

29 ივლისი, 2020 • 1454
კომპლიმენტებს ვიღებთ ქალბატონებისგან, რომლებიც ქუსლიანი ფეხსაცმელებით გადაადგილებიან – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირი, რომლის რეაბილიტაცია, მისივე ცნობით, რამდენიმე დღეში საბოლოოდ დასრულდება, ბუნებრივი ქვით არის მოპირკეთებული, რის გამოც მაღალ ქუსლებზე მოსიარულე ქალებისგან კომპლიმენტებს იღებენ:

“ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტი მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეებზე. მთლიანად გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, სადაც გადაადგილება ძალიან სასიამოვნოა და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს განსაკუთებით ქალბატონებისგან, რომლებიც ქუსლიანი ფეხსაცმელებით გადაადგილდებიან, რაც ნამდვილად სასიამოვნოა.”

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი ავტობუსის ზოლები მოეწყო გამზირის შუაში, ავტომობილებისთვის სამოძრაოდ კი მხოლოდ ერთი ზოლი დარჩა. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული გაკეთდა იმისთვის, რათა უპირატესობა მიენიჭოს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი