ახალი ამბები

Youtube-მა ალექსანდრ დუგინის ანგარიში დაბლოკა – RFE/RL

28 ივლისი, 2020 • 2063
Youtube-მა ალექსანდრ დუგინის ანგარიში დაბლოკა – RFE/RL

ვიდეოპლატფორმა Youtube-მა დაბლოკა რუსული ტელევიზია Царьград ТВ-სა და მისი ყოფილი მთავარი რედაქტორის, ალექსანდრ დუგინის ანგარიშები, იუწყება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებa (RFE/RL).

Youtube-ის მფლობელმა, Google-მა განაცხადა, რომ ანგარიშები დაბლოკეს სანქციებთან დაკავშირებით. ანგარიშები სამუდამოდ დაბლოკეს.

ტელევიზიის იუთუბის ანგარიშს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ის პოზიციონირებდა, როგორც „კონსერვატორ მართლმადიდებელ ქრისტიანთა“ პლატფორმა.

ალექსანდრ დუგინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერია. როგორც „რონდელის ფონდი“ წერს, ის არის საერთაშორისო „ევრაზიული მოძრაობის“ იდეოლოგი, რომელიც „2008 წლის ომის დროს რუსეთის მთავრობას ურჩევდა თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას“.

როგორც „თავისუფლება“ წერს, „ცარგრად ტვ-ის“ დამფუძნებელი და მეპატრონე, კონსტანტინ მალოფეევი უკვე 6 წელიწადზე მეტია აშშ-ის სანცქიების ქვეშაა  „ყირიმის ანექსიაში თანამონაწილეობისა და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის“ გამო.

ტელევიზიის განცხადებით, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი