ქვემო ქართლში კაცი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და კაციც რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
შსს-ს ცნობითვე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-141-ე მუხლით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას და 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.