ნეტგაზეთი | 15 წლის მოზარდს მეხუთე დღეა ეძებენ 15 წლის მოზარდს მეხუთე დღეა ეძებენ – Netgazeti
RU | GE  

15 წლის მოზარდს მეხუთე დღეა ეძებენ

15 წლის მოზარდს, ნინო ჯარიაშვილს ოჯახი და ახლობლები უკვე მეხუთე დღეა ეძებენ. როგორც დაკარგული მოზარდის მამამ “ტელეკომპანია პირველთან” საუბარში აღნიშნა, მისი გაუჩინარების შესახებ მოზარდის დედამ ინფორმაცია კვირას, 19 ივლისს შეატყობინა.

“კვირადღეს, 19 ივლისს გავიდა სახლიდან, დედამისმა დარეკა, რომ ბავშვი დაიკარგა, მე ვუთხარი, რომ გაეკეთებინა განაცხადი. კვირადღიდან ვეძებთ. ვისთანაც მეგობრობს და ახლობლობს, ყველა შემოვიარე აბსოლუტურად და ვერ ვნახე. ყველა მეუბნება, რომ არ იციან. პოლიცია ყოველდღე გვირეკავს და გვეუბნება რომ ბავშვი იძებნება. არ არის ეგეთი ბავშვი, რომ ასე ადგეს, წავიდეს და დაიკარგოს. ჩემთან დადებითი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა”, – აცხადებს მოზარდის მამა, გუგა ჯარიაშვილი.

მოზარდი თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე დედასთან ერთად ცხოვრობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი