ახალი ამბები

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე „ლელოში“ გადავიდა

23 ივლისი, 2020 • 1125
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე „ლელოში“ გადავიდა

პარტია „ლელოში“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე გაწევრიანდა. დღევანდელ წარდგენაზე ხაზარაძემ თქვა, რომ ხოზრევანიძემ თანამდებობა გუშინ დატოვა, დღეს კი „ლელოს“ წევრი გახდა.

ამავე ბრიფინგზე, მიზეზებისშესახებ საუბრისას ჯამბულ ხოზრევანიძე ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ის რეჟიმი და სიტუაცია ბრუნდება, რაც მანამდე იყო.

„ეს არის გუნდი, რომელიც არ აფასებს თავის აქტივისტებს, ე.წ. 2012-იანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის ფასად შეცვალეს ეს რეჟიმი. ჩვენ ერთად ვიბრძოდით მთელი 9 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველო წინ წასულიყო, დღეს კი ვხედავთ, რომ ხელისუფლებაში ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიდნენ რეჟიმს“, – ამბობს ჯამბულ ხოზრევანიძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში ზოგადი სიტუაცია გაუარესებულია და „ფეოდალები აჭარას ამუხრუჭებენ“. რაც შეეხება „ლელოში“ გადასვლის მიზეზსს, ხოზრევანიძე ამბობს, რომ ეს ის პარტიაა, სადაც თანაგუნდელების აზრს ითვალისწინებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი