ახალი ამბები

Air France ფრენებს აგვისტოდან დაიწყებს – თურნავა

21 ივლისი, 2020 • 1812
Air France ფრენებს აგვისტოდან დაიწყებს – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია Air France უკვე აგვისტოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს დაიწყებს საფრანგეთის მიმართლებით.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე Air Baltic-თან, თუმცა ამ ეტაპზე მინისტრი ვერ აზუსტებს, დაიწყებს თუ არა ეს ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს აგვისტოდან. როგორც თურნავა ამბობს, ამ ეტაპზე ავიაკომპანიასთან ფრენების სიხშირეზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

“თქვენ იცით, რომ იმ ხუთი ქვეყნის ფარგლებში, რომელთაც ჩვენ უპირობოდ გაგვიხსნა საზღვრები, ვსაუბრობდით პირდაპირი ფრენების აღდგენაზე აგვისტოში. გერმანიის შემთხვევაში “ლუფტჰანზას” მეშვეობით მოლაპარაკება შედეგად კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა ფრენების განრიგი და ბილეთები გაყიდვაშია. შემდეგი ნაბიჯი გადასადგმელი იყო Air France-თან და დღეს ჩვენ დავუდასტურეთ კომპანიას აგვისტოს დასაწყისიდან. თარიღს უკვე კომპანია განსაზღვარვს, მას შეეძლება კვირაში ორჯერ რეგულარული ფრენების განახორციელოს”,-განაცხადა თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ უპირობო საზღვრები 5 ქვეყანასთან გახსნა: გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი