ახალი ამბები

6 თვეში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 3%-ით შემცირდა

20 ივლისი, 2020 • 978
6 თვეში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 3%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) დაახლოებით მილიარდი დოლარი იყო, რაც მთლიანი ექსპორტის 71.7%-ს შეადგენს. საქსტატის ცნობითვე, მიმდინარე წელს ადგილობრივი ექსპორტი 3%-ით შემცირდა.  მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი დაახლოებით 1.5 აშშ დოლარი იყო, რაც 16%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მონაცემებზე.

2020 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექპორტისთვის უმსხვილესი ქვეყნები იყო: ჩინეთი (197.9 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (167.3 მლნ.აშშ დოლარი) და ბულგარეთი (161.6 მლნ აშშ დოლარი). რუსეთთან ექსპორტი მოცემულ პერიოდში თითქმის 24%-ით შემცირდა.

2020 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 332.4 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 117.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 91.0 მლნ აშშ დოლარით. 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-იანი კლებაა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი