ახალი ამბები

ლონდონი: რუსეთის მხარდაჭერილმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე ინფორმაციის მოპარვა სცადეს

16 ივლისი, 2020 • 967
ლონდონი: რუსეთის მხარდაჭერილმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე ინფორმაციის მოპარვა სცადეს

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ცენტრის ცნობით, ჰაკერების ჯგუფმა, რომელიც ცნობილია  „APT29“-ის სახელით, კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ამერიკულ, ბრიტანულ და კანადურ ორგანიზაციებზე ჰაკერული შეტევა მიიტანა. ცენტრის თქმით, „ფაქტობრივად, დარწმუნებული“ არიან, რომ ჯგუფის უკან რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დგანან, იუწყება „გარდიანი“.

უწყებაში არ ამბობენ, იყო თუ არა წარმატებული თავდასხმა, მაგრამ აცხადებენ, რომ მომხდარის გამო მუშაობას ხელი არ შეშლია.

„გარდიანის“ ცნობით, ლონდონი იშვიათად აცხადებს ასე პირდაპირ, რომ ჰაკერული შეტევის უკან რომელიმე ქვეყნის ოფიციალური ხელისუფლება დგას, თუმცა სამეფოს ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ დასკვნა კანადის და აშშ-ის ხელისუფლებასთან ერთად გააკეთეს და ვაშინგტონმა და ოტავამ თავიანთი შესაბამისი განცხადებები მოგვიანებით უნდა გამოაქვეყნონ.

კიბერუსაფრთხოების ცენტრის ოპერაციების დირექტორის, პოლ ჩიჩესტერის თქმით, ლონდონი „გმობს ამ საზარელ თავდასხმას მათზე, ვინც აკეთებს უმნიშვნელოვანეს სამუშაოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი