ახალი ამბები

გერმანიაში დასაქმებული სტუდენტებისთვის მთავრობამ ჩარტერული რეისი დანიშნა – თურნავა

16 ივლისი, 2020 • 1152
გერმანიაში დასაქმებული სტუდენტებისთვის მთავრობამ ჩარტერული რეისი დანიშნა – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სტუდენტებისთვის მთავრობამ დანიშნა სპეციალური სუბსიდირებული რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით. ნათია თურნავამ დღეს სტუდენტებს მოუწოდა, დროულად მიმართონ მთავრობის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს და წარუდგინონ დასაქმების კონტრაქტი.

“ცნობილი გახდა, რომ გარკვეული რაოდენობა არის ქართველი სტუდენტებისა, რომელთაც სწავლის დაწყებამდე სურთ ჩასვლა გერმანიაში, რადგან მათ ხელთ აქვთ დასაქმების კონტრაქტი. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი ე.წ. სოციალური ჩარტერი თბილისი-ბერლინი-თბილისი. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა. რადგან ეს არის სუბსიდირებული ფრენა და ადგილები შეზღუდულია, მოვუწოდებ ამ სტუდენტებს, დროულად მიმართონ ახალგაზრულდ საქმეთა დეპარტამენტს”, – ამბობს თურნავა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ჩარტერულ რეისს ავიაკომპანია My Way Airlines შეასრულებს და ფრენა  25 ივლისს იქნება. სააგენტოს ცნობითვე, ბილეთის ღირებულება 200 ევროზე მეტი არ ეღირება. 

ჩარტერულ რეისებს Wizz air და Myway Airlines-იც შეასრულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი