ახალი ამბები

ბაიდენის, ობამას , მასკის და სხვების ტვიტერის ანგარიში ჰაკერებმა გატეხეს

16 ივლისი, 2020 • 907
ბაიდენის, ობამას , მასკის და სხვების ტვიტერის ანგარიში ჰაკერებმა გატეხეს

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ არაერთი ცნობილი პიროვნების ანგარიში ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „დაჰაკული“ იყო რეპერ ქანიე ვესტის, კიმ კარდაშიანის, ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენის, მაიკ ბლუმბერგის, აპლიკაცია Uber-ის და კორპორაცია Apple-ის ანგარიშები.

ბოროტმოქმედები ამ ანგარიშებიდან ათავსებდნენ „ტვიტებს“, სადაც მომხმარებლებს ეუბნებოდნენ, რომ გარკვეულ ბიტკოინ-ანგარიშზე 1 000 დოლარის გადარიცხვის შემთხვევაში ორმაგ თანხას მიიღებდნენ.

„ტვიტერში“ აცხადებენ, რომ ეს იყო „კოორდინირებულ“ შეტევს მათ თანამშრომლებზე, რომლებსაც შიდა სისტემებზე აქვთ წვდომა. კომპანიაში მომხდარს სწორედ ამით ხსნიან.

თავად ჰაკერები, BBC-ის ცნობით, ამბობენ, რომ საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს — „ეს საქველმოქმედო შეტევა იყო. თქვენი ფული სწორ გზაზე წავა“, — წერენ ისინი, თუმცა, მათი რეალური ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი