ახალი ამბები

საგანგებო თემქაზე აფეთქებას არ ადასტურებს

16 ივლისი, 2020 • 1028
საგანგებო თემქაზე აფეთქებას არ ადასტურებს

საგანგებო სიტუაციების სამსახური თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას არ ადასტურებს. როგორც ნეტგაზეთს უწყებაში განუცხადეს, 112-ში შევიდა გამოძახება, რომლის მიხედვითაც ადგილობრივებმა ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, თუმცა ადგილზე მისულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა “ფიქტიურ გამოძახებას”, ანუ საგანაგებოს ჯგუფებმა ადგილზე აფეთქების კვალს ვერ მიაგნეს.

თემქაზე აფეთქების ხმა არაერთმა ადამიანმა გაიგონა. ამის შესახებ მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებშიც დაწერეს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ეს ხმა. არაოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების ხმა ფილმის გადაღებას უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი