ახალი ამბები

“ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კობახიძე დაინიშნა

14 ივლისი, 2020 • 1516
“ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კობახიძე დაინიშნა

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნება” ავრცელებს.

ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სხდომაზე კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა.

ირაკლი კობახიძე 2016-2019 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, თუმცა გასული წლის 21 ივნისს გადადგა. მის გადადგომას რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტში სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი