ახალი ამბები

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული გაათავისუფლეს

14 ივლისი, 2020 • 1030
მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული გაათავისუფლეს

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული, რომელსაც 5 წელი ჰქონდა მისჯილი, პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 5- წლიანი პატიმრობა გააუქმა და პენიტენციური დაწესებულებიდან გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა GDI-ის შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

“მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ, მეტამფეტამინის, წონით 0,000036 გრამი, და ამფეტამინის, წონით 0,000033 გრამი, შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას”, – წერია GDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ 4 ივნისს მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვისთვის განსაზღვრული სასჯელი ღირსების შემლახავად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი