ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კიევის მიერ აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადების გამო, სომხეთში ელჩი დაიბარეს

14 ივლისი, 2020 • 1468
კიევის მიერ აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადების გამო, სომხეთში ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო უწყების მიერ “აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის” მხარდამჭერ განცხადებასთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროში უკრაინის ელჩი ივან კულებუ გამოიძახეს.

“საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელჩს  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 12 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა, რასაც თან მოჰყვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სროლა, ასევე, ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებების შედეგად შექმნილ სიტუაციაზე”, – წერია სომხეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისის საბრძოლო მოქმედებების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ “უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”.

12 ივლისს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში, მხარეთა ცნობით, ამჟამადაც გრძელდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ამჯერადაც ერთმანეთს ადანაშაულებენ ერთმანეთის მისამართით ცეცხლის გახსნასა და „პროვოკაციებში“.

რაც შეეხება 12 ივლისის შემდეგ დღემდე საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვლილებს, სომხეთი ორ, აზერბაიჯანი კი -11 დაღუპულზე ავრცელებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი