ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს ცნობით, საბრძოლო მოქმედებებისას გენერალი და პოლკოვნიკიც დაიღუპნენ

14 ივლისი, 2020 • 2100
ბაქოს ცნობით, საბრძოლო მოქმედებებისას გენერალი და პოლკოვნიკიც დაიღუპნენ

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 13-14 ივნისს თოვუზის რაიონის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა გენერალ-მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზოევი.

ბაქოს განცხადებითვე, დაღუპულთა შორის არის ასევე ორი მაიორი, ორი ზემდეგი და ორი ჯარისკაცი.

“სომხეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო სროლის შედეგად, სოფელ აგდამში დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე, 76 წლის აზიზ აზიზოვი”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სომხური მხარე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს.

12 ივლისს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში, მხარეთა ცნობით, ამჟამადაც გრძელდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ამჯერადაც ერთმანეთს ადანაშაულებენ ერთმანეთის მისამართით ცეცხლის გახსნასა და „პროვოკაციებში“.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი