ახალი ამბები

ბილანიშვილის ცოლმა გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

14 ივლისი, 2020 • 1254
ბილანიშვილის ცოლმა გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გავრამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ავთო ბილანიშვილის ცოლმა ნათია რუხაიამ მიმართა. “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ბილანიშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის მონაწილეებს მფარველობს.

ქარტიის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ორგანიზაციას თავდაპირველად ავთანდილ ბილანიშვილმა მიმართა, თუმცა, მოგვიანებით, ქარტიის სამდივნოსთან კომუნიკაციის შედეგად, საქმეზე განმცხადებელი დაზუსტდა და ბილანიშვილი ნათია რუხაიამ შეცვალა.

როგორც მისმა ადვოკატმა, თამარ აბესაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, გვარამიას ედავებიან ქარტიის პირველი,მე- 3 და მე-11 პრინციპების დარღვევას [პირველი პრინციპი — „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, მე-3 პრინციპი — „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“, მე-11 პრინციპი — „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება; ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; პლაგიატი]:

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განაცხადი შევიდა ავთანდილ ბილანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ, ვინაიდან ძალიან ბევრი სახელის გამტეხი, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიის მიერ. გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია იქნა გაშვებული ტელევიზიით, რამაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ავთანდილ ბილანიშვილს და მის ოჯახს“, — ამბობს ადვოკატი „ფორმულასთან“ საუბარში.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი