ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს

14 ივლისი, 2020 • 1080
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და მის დაკავებას ეხმაურება. მან ინციდენტის შესახებ “ტვიტერზე” დაწერა და ზაზა გახელაძის გათავისუფლება მოითხოვა.

“მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქისადმი სროლასა და მის დაკავებას რუსეთისაგან მართული ძალების მიერ. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, – წერს ის.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ 11 ივლისს დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. ცხინვალი მას ე.წ. მესაზღვრეებისათვის ცეცხლის გახსნას ედავება, რის გამოც, არ არის გამორიცხული, გახელაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყოს დევნა.

ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან: რა ვიცით ზაზა გახელაძის გატაცებაზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი