ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში საგანგებო რეჟიმი მეოთხედ გააგრძელეს

13 ივლისი, 2020 • 1082
სომხეთში საგანგებო რეჟიმი მეოთხედ გააგრძელეს

კორონავირუსთან დაკავშირებით სომხეთში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციის გამო საგანგებო რეჟიმი მეოთხედ შემოიღეს.

საგანგებო მდგომარეობა 12 აგვისტომდე გაგრძელდება.

დღეის, 13 ივლისის ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა დღეებთან შედარებით დაახლოებით სამჯერ ნაკლებია. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნულ ფაქტს იმას უკავშირებს, რომ ამჯერად 2-3- ჯერ ნაკლები ტესტი ჩატარდა ქვეყანაში, ვიდრე სხვა დღეებში ტარდებოდა.

ქვეყანაში სულ გამოვლენილია კოვიდინფექციის 31 151 შემთხვევა, მათ შორის, 19 865 გამოჯანმრთელდა, 756  გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ამჟამად 11 530 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, რომელთა შორის 650 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. 43 ადამიანი კი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.

სომხეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად რეანიმაციებში ადგილი თითქმის აღარ არის, თუმცა ყველა პაციენტი, ვინც რეანიმაციას საჭიროებს, დაკმაყოფილებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი