ახალი ამბებიეკონომიკა

იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 16.3%-ით შემცირდა

13 ივლისი, 2020 • 1826
იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 16.3%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საგრეო ვაჭრობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ შეადგინა. აქედან ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 15.6 პროცენტით ნაკლები, 1 503.5 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი, 16.5 პროცენტით შემცირდა და 3 568.9 მლნ ლარი შეადგინა.

საქსტატის განცხადებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივნისში 2 065.4 მლნ შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი