ახალი ამბები

თემქაზე აფეთქება მოხდა

12 ივლისი, 2020 • 805
თემქაზე აფეთქება მოხდა
თემქაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს სახლი დაკეტილი იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. მათივე ცნობით,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც სხვა სახლები დაზიანებულა. 
“ხანძარი არ ფიქსირდება. ჩამსხვრეულია ფანჯრები და ჩამოშლილია შეკიდული ჭერი. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,”-აცხადებენ უწყებაში. ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი