ახალი ამბები

კაშიამ და ყაზაიშვილმა მატჩი მაისურზე გიორგი შაქარაშვილის წარწერით ჩაატარეს

11 ივლისი, 2020 • 1858
კაშიამ და ყაზაიშვილმა მატჩი მაისურზე გიორგი შაქარაშვილის წარწერით ჩაატარეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ ვაკო ყაზაიშვილმა, რომლებიც ამერიკულ კლუბ “სან ხოსეში” თამაშობენ, მაისურზე 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერეს.

როგორც გურამ კაშია საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე წერს, ასეთ რთულ დროს შაქარაშვილის ოჯახსა და ყველა მის ახლობელს ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს:

“ასეთ რთულ დროს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ამ ფორმით, თანადგომას ვუცხადებ 19 წლის ფეხბურთელის ყველა ახლობელ ადამიანს” – ამბობს გურამ კაშია.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებუ

მასალების გადაბეჭდვის წესი