ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

COVID19-ის აქტიური შემთხვევები: აზერბაიჯანი – 8 589, სომხეთი – 11 471, საქართველო -112

10 ივლისი, 2020 • 771
COVID19-ის აქტიური შემთხვევები: აზერბაიჯანი – 8 589, სომხეთი – 11 471, საქართველო -112

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის კორონავირუსის ყველაზე მეტი აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამ ეტაპზე სომხეთშია – 11 471.

დღეის, 10 ივლისის ოფიციალური მონაცემებითვე, სომხეთში კოვიდ-ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა და, ჯამში, ინფიცირების სულ 30 903 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 723 პაციენტი.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ოფიციალური ცნობით, კორონავირუსის სულ 22 464 შემთხვევაა გამოვლენილი. ამჟამად აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კი –  8 589. მათ შორის, 59 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. გარდაიცვალა 284 პაციენტი.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის უკეთესი პოზიცია საქართველოს აქვს. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსის 973 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 846 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი