ახალი ამბები

გახარია ადასტურებს, რომ ივანიშვილი შესაძლოა “ოცნების” სიაში იყოს

10 ივლისი, 2020 • 1776
გახარია ადასტურებს, რომ ივანიშვილი შესაძლოა “ოცნების” სიაში იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში, „რა თქმა უნდა“, შეიძლება იყოს პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა იყოს ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ სიაში, გახარიამ ასე უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე“.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” დამფუძნებელია, პარტიის პროპორციულ სიაში ჯერ არცერთ არჩევნებზე ყოფილა. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში.

გარდა ამისა, გახარიამ საკუთარ ადგილზეც ისაუბრა „ოცნების“ სიაში  და თქვა, რომ მისთვის „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, რომელი ნომერი იქნება:

„საარჩევნო სიაში მე ვიქნები ბოლო ნომერი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით“, — უპასუხა გახარიამ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „მთავარია ქვეყანამ, ყველამ ერთად- ოპოზიციამ, მმართველმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი