რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მაშველებმა შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. უწყების ცნობითვე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, დამწვარია საცხოვრებელი სახლი. გაიგეთ მეტი ამ ამბავზე: რუსთავში ხანძრისას დაღუპული კაცის ამბავი სისტემურ პრობლემებს ავლენს