ახალი ამბები

საბერძნეთმა საქართველოსთან საზღვარი გახსნა

9 ივლისი, 2020 • 1658
საბერძნეთმა საქართველოსთან საზღვარი გახსნა

საბერძნეთმა საქართველოსთან და ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესულ სხვა სახელმწიფოებთან საზღვარი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ Schengenvisa.info ავრცელებს.

საქართველოს გარდა, ჩამონათვალში მოხვდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი (თუმცა, უკანასკნელი მხოლოდ იმ პირობით, თუ საპასუხო ზომებს მიიღებს).

რაც შეეხება საბერძნეთში ჩასასვლელად საჭირო ზომებს, ვიზიტორებს მოუწევთ, ქვეყანაში შესავლამდე როგორც მინიმუმ 24 საათით ადრე შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელშიც უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • გამგზავრების ადგილი
  • სხვა ქვეყნებში ყოფნის პერიოდი დღეებში
  • საბერძნეთში ყოფნისას საცხოვრებელი მისამართი (მინიმუმ პირველი 24 საათის)

სპეციალური ფორმის შევსება ორნაირად — აპლიკაციით (Visit Greece) ან ვებ-გვერდზე travel.gov.gr. ყველა განმცხადებელი, გამოცემის ცნობით, პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

გარდა ამისა, საბერძნეთში ნებისმიერი გზით მოხვედრილ ადამიანებს შემთხვევითობის პრინციპით ჩასვლისას ტესტირებას გაუკეთებენ, რის შემდეგაც მათ მოგზაურობის გაგრძელების საშუალებას მისცემენ, ხოლო COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში, 14 დღით იზოლაციაში მოათავსებენ, ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს კი სახელმწიფო დაფარავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი