ახალი ამბები

საზ.ტრანსპორტს, შესაძლოა, კონდინციონერის ჩართვის უფლება მისცენ

8 ივლისი, 2020 • 984
საზ.ტრანსპორტს, შესაძლოა, კონდინციონერის ჩართვის უფლება მისცენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ღია ფანჯრების პირობებში ზოგიერთი კონდინციონერის გამოყენების რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც “ალბათ უნდა გავრცელდეს”. ამის შესახებ გამყრელიძემ ფეისბუკზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, სადაც მედიისა და მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

მისი თქმით, ივნისის ბოლოს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ახალი მიგნებები და სახელმძღვანელოები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კონდინციონერი, რომელიც შიგნით არ ატრიალებს ჰაერს და გარეთ გააქვს, ღია ფანჯრების პირობებში საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი თქმით, სწორედ ამ დასკვნაზე დაყრდნობით მიეცათ საგამოცდო ცენტრებს ეროვნული გამოცდებისთვის კონდინციონერების ჩართვის უფლება, თუმცა ასეთ დროს აბიტურიენტებს პირბადე უნდა ეკეთოთ.

NCDC-ის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ხათუნა ზახაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწორედ ისეთი კონდინცირების სისტემებითაა აღჭურვილი, რომელიც ჰაერს შიგნით არ ატრიალებს. მისი თქმით, მნიშნელოვანია, რომ კონდინციონერების ფილტრები იყოს ახალი გამოცვლილი, ფანჯრები- ღია, ხოლო მგზავრებს პირბადეები ეკეთოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი