ახალი ამბები

ესტონეთმა საქართველოსთან საზღვრები გახსნა

7 ივლისი, 2020 • 1531
ესტონეთმა საქართველოსთან საზღვრები გახსნა

ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლა საქართველოდან მიმავალ მგზავრებს 6 ივლისიდან შეუძლიათ. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, იმ 14 ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შორის, რომლისთვისაც საზღვრები გუშინ გაიხსნა, საქართველოც მოხვდა. თუმცა იმისთვის, რომ პირი საქართველოდან ესტონეთში გაემგზავროს, უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ზონაში ლეგალურად შესვლის მოთხოვნას.

გარდა ამისა, საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის სიმპტომები და იმ ქვეყანაში, საიდანაც ესტონეთში მიემგზავრება, ბოლო 14 დღის განმავლობაში უნდა იყოს გაჩერებული. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი მიემგზავრება ესტონეთში, ბოლო 14 დღის განმავლობაშო 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულ პირზე მეტია, ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას გაივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი