ახალი ამბებირეკლამა

რატომ ვადარებთ შვილებს ერთმანეთს? – „ზუმერული“ გადაწყვეტილება

6 ივლისი, 2020 • 1409
რატომ ვადარებთ შვილებს ერთმანეთს? – „ზუმერული“ გადაწყვეტილება

გამუდმებული საყვედურები, წუწუნი და ჩიჩინი, სხვის შვილებთან შედარება – ეს ის სიტუაციებია, რომელთა გამოვლაც აბიტურიენტებს ყველაზე ნაკლებად უნდათ და სჭირდებათ, განსაკუთრებით, წინასაგამოცდო პერიოდში.

„შეხედე მაიკოს გოგოს, რატომ არ შეგიძლია შენც მისნაირი იყო?“ რატომ ვადარებთ ჩვენს შვილებს სხვებს? ჩვენი მოტივაცია გასაგებია – უბრალოდ, გვსურს, რომ საამაყო და წარმატებული შვილები გვყავდეს, თუმცა ამ დროს გვავიწყდება მთავარი – თავად ჩვენს შვილებს რა სურთ, რომ იყვნენ?

შვილების შედარება ის მავნე ჩვევაა, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ წინასაგამოცდო პერიოდში აქტიურდება. თუკი მაიკოს გოგო განუწყვეტლივ მეცადინეობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოცდაზე სხვაზე უფრო წარმატებული იქნება. მეტიც, შესაძლოა მაიკოს გოგოს დროის მენეჯმენტის პრობლემა აქვს, ან მომავალი „ვორქაჰოლიკი“ იზრდება, რაც ასევე დიდი პრობლემაა.

ამასობაში კი ჩვენს შვილს თვითშეფასებას ვუქვეითებთ. მათი ყურადღება მთლიანად მიმართული ხდება იმაზე, რომ ის ვერასოდეს გახდება ისეთი, როგორიც მის მშობელს სურს, რომ იყოს.

გარდა თვითშეფასების დაქვეითებისა, ადვილი შესაძლებელია, რომ წინასაგამოცდო პერიოდით ისედაც დასტრესილმა თინეიჯერმა, უმიზეზოდ აითვალწუნოს და შეიძულოს ყველა, ვისაც კი მას შეადარებენ. ეს კი სულაც არაა ის, რაც მშობელს სურს, რომ მასში გააღვივოს.

ამ ყველაფერს საბოლოოდ იქამდე მივყავართ, რომ მშობლების თითოეული ცდა, წაახალისოს ან გააღვიძოს მასში მებრძოლი სული, აგრესიით და კამათით სრულდება. საბოლოოდ ამ ყველაფერს ურთიერთობების გაფუჭებამდე მივყავართ. მშობლებისგან მიყენებული სტრესი კი გამოცდების სტრესთან შედარებით უფრო რთული და რეალური პრობლემაა, რომელსაც სპეციალისტის ჩარევა სჭირდება.

წინასაგამოცდო პერიოდის სტრესი ყველას, ვისაც მისაღები გამოცდები ჩაუბარებია, ბუნდოვნად ახსოვს. ჩვენ ჩაბარებისთანავე ვივიწყებთ იმ კოშმარს, რაც გამოცდებამდე გამოვიარეთ.

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ გადაწყვიტა, რომ საზოგადოება ამ ერთი შეხედვით მარტივ, თუმცა რეალურად, საკმაოდ რთულ პრობლემაზე დაეფიქრებინა და საკუთარი პოზიტიური ენერგია აბიტურიენტების გასამხნევებლად მიემართა.

ზუმერის აზრით, დროა შევეშვათ დამატებითი მოთხოვნებს და არ გავურთულოთ აბიტურიენტებს ისედაც რთული პერიოდი. “წაახალისე, რას ელოდები?!” – ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომელიც აბიტურიენტების მხარდასაჭერადაა შექმნილი. კლიპზე სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი