ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში მცხოვრებ 70-მდე საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტს სწავლას დაუფინანსებენ

6 ივლისი, 2020 • 1368
აზერბაიჯანში მცხოვრებ 70-მდე საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტს სწავლას დაუფინანსებენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას გამოცდების ჩაბარების მიზნით, საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდებიან.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციითვე, “COVID19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა და აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს დაფინანსდება 70-მდე აბიტურიენტი”.

აქამდე, აღნიშნული კატეგორიის აბიტურიენტები, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი