ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის ჩაკეტვის გამო გალელი აბიტურიენტები გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

6 ივლისი, 2020 • 2893
ენგურის ჩაკეტვის გამო გალელი აბიტურიენტები გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

გალში მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად, დღეს, 6 ივლისს, დაწყებულ გამოცდებს ენგურზე გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ ესწრებიან, უგამოცდოდ ჩაირიცხებიან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს”.

მსგავსი გადაწყვეტილება იყო მიღებული 2019 წლის ეროვნული გამოცდების დროსაც, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიიდან აბიტურიენტებს სიცოცხლის ფასად უწევდათ ენგურს გაღმა გადმოსვლა.

როგორ იპარებიან აბიტურიენტები გალიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი