ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში რუსეთიდან დაბრუნებულ კიდევ 3 სტუდენტს კორონავირუსი დაუდგინეს

3 ივლისი, 2020 • 857
ცხინვალში რუსეთიდან დაბრუნებულ კიდევ 3 სტუდენტს კორონავირუსი დაუდგინეს

ოსური მხარის ცნობით, კორონავირუსი ცხინვალში რუსეთიდან დაბრუნებულ სამ სტუდენტს დაუდგინდა.

ცხინვალის ინფორმაციით, 5 მაისის შემდეგ, როდესაც კოვიდ-ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა დაადასტურეს, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 85-ს მიაღწია, რომელთაგან 68 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან.

გარდაცვალების შემთხვევების შესახებ ცხინვალი არ იუწყება.

ქართული მხარე სკეპტიკურად უყურებს როგორც ცხინვალში, ასევე სოხუმში წარმოებულ სტატისტიკას კორონავირუსის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი