ახალი ამბები

პროფსასწავლებლის სტუდენტები ჯარის გადავადებას შეძლებენ

2 ივლისი, 2020 • 911
პროფსასწავლებლის სტუდენტები ჯარის გადავადებას შეძლებენ

მთავრობას ცვლილებები შეაქვს სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში, რომლითაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მსგავსად, სამხედრო სამსახურის გადავადებას შეძლებენ.

როგორც პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი განათლების სამინისტროა.

“სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი და პრინციპი გახლავთ პროფესიულ სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას, ამასთან, გაწვევის პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან ერთჯერადი გადავადება იქნება”, – ამბობს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი