საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდის, თორნიკე შენგელიას ბასკონია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ესპანეთი საკალათბურთო ჩემპიონატის თვალსაზრისით ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
ბასკონიამ ფინალში კატალონიური ბარსელონა 69-67-ით დაამარცხა. შენგელიამ ფინალში 14 ქულა ჩააგდო და 3 ქულით ჩამორჩა არგენტინელ ლუკა ვილდოზას, რომელმაც ბასკონიას 17 ქულა მოუტანა.
ბოლოს ბასკონია ესპანეთის ჩემპიონი 2010 წელს გახდა.