ქალის მდგომარეობა, რომლის მოკვლაც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაცმა სცადა, ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა მას სხეულის 37%-ის დამწვრობა აქვს და შოკიდან ამ დრომდე არ არის გამოსული. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
“ამ წუთას მისი მდგომარეობა სტაბილურია, ის კლინიკაში გამთენიისას შემოიყვანეს, სხეულის 37%-ის თერმული დამწვრობა, მეორე და მესამე ხარისხის, დამწვრობითი შოკიდან გამოსული არ არის ჯერ და დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არის მოთავსებული. დამწვრობა აქვს ქვემო კიდურებზე. სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად აქვს მიღებული ეს დამწვრობები”, – განმარტა ქაშიბაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.