ახალი ამბები

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

30 ივნისი, 2020 • 764
მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

2020 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყნის მთალიანი შიდა პროდუქტი 5.4%-ით არის შემცირებული. 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. იანვარ-მაისში ექსპორტი შემცირებულია 16.1%-ით, ექსპორტთან ერთად -17.1% შემცირდა იმპორტიც.

წყარო: საქსტატი

საქსტატის ცნობითვე, მაისში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა -33.3% შემცირდა და, ჯამში, 3 184 შეადგინა. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა მაისში 22%-ით შემცირდა და დაახლოებით 5.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი