ახალი ამბები

112-ზე შეფერხებით მუშაობს – უნდა დარეკოთ ამ ალტერნატიულ ნომრებზე:

28 ივნისი, 2020 • 1416
112-ზე შეფერხებით მუშაობს – უნდა დარეკოთ ამ ალტერნატიულ ნომრებზე:

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) 28 ივნისს შეფერხებით მუშაობს.

მოქალაქეები ფეისბუკზე დღის განმავლობაში გამოხატავდნენ უკმაყოფილებას შეფერხების გამო და ამბობდნენ, რომ 112-ზე ვერ რეკავდნენ.

7 საათისთვის 112-ის პრესცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ბოდიში მოიხადა შეფერხების – „მცირე ტექნიკური ხარვეზის“ – გამო და მოსახლეობას აცნობა, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, თუკი 112-ზე ვერ დარეკავენ, შემდეგ ნომრებზე დაუკავშირდნენ:

032 2 411011- სახანძრო სამაშველო

032 2 418505- საპატრულო (თბილისი)

032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)

595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)

599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)

„სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა“, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი