ახალი ამბები

მათიკაშვილმა ჟურნალისტებს „პოლიტიკურად მეძავები“ უწოდა

28 ივნისი, 2020 • 1477
მათიკაშვილმა ჟურნალისტებს „პოლიტიკურად მეძავები“ უწოდა

„ქართული ოცნების“ წევრმა პარლამენტარმა დავით მათიკაშვილმა „მთავარი არხის“ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტების ნაწილს „პოლიტიკურად მეძავები“ უწოდა და ბერა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მთავარი არხის“ 27 ივნისით  დათარიღებული სიუჟეტის თანახმად, „კანონიერი ქურდი“ კ.ბ-ის შვილი ა.ბ., რომელსაც არხი ბერა ივანიშვილის მეგობრად ასახელებს, დგას იმ ადამიანების ნაწილის უკან, რომლებიც ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ. სიუჟეტის ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე დღის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც ინფორმაცია მედიით გადაიცა.

დავით მათიკაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში „ნაც-კლასტერის რუპორები“ და „პოლიტიკურად მეძავები“ უწოდა ჟურნალისტებს.

დავით მათიკაშვილის პოსტის სქრინშოტი

მასალების გადაბეჭდვის წესი