ახალი ამბები

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა

25 ივნისი, 2020 • 1638
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. არჩევანი პლებუმის მოსამართლეებმა დღეს, 25 ივნისს, დახურულ კენჭისყრაზე გააკეთეს. მერაბ ტურავას მხარი დაუჭირა პლენუმის 9 წევრიდან ხუთმა მოსამართლემ . თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი ირინე იმერლიშვილი იყო, მან ოთხი ხმა მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 15 ივნისიდან არის თავისუფალი, როცა ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევენ [მოსამართლეს- 10 წლის ვადით].

მასალების გადაბეჭდვის წესი