ახალი ამბები

“ნამდვილად არ გვერიდება” – კალაძე მის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტერზე

25 ივნისი, 2020 • 1943
“ნამდვილად არ გვერიდება” – კალაძე მის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტერზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, არაფერს იგონებს მისი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაზიარებული პოსტერის შინაარსით სამი ტელეკომპანიის შესახებ და დაანონსებულ გადაცემაში აღნიშნული ტელეკომპანიების მიერ გაკეთებულ სიუჟეტებზე ფეისბუკ ლაივის საშუალებით ექნებათ პასუხები.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვაზე, ერიდება თუ არა თბილისის მერს ისეთი შინაარსის პოსტერის გამოქვეყნება, სადაც ტელეკომპანიების, “მთავარი არხის”, “ფორმულას” და “ტვ პირევლის” სახელები შეცვლილია, როგორც “მთავარი სიცრუე”, “სიცრუის ფორმულა” და “პირველი სიცრუე”, კალაძემ განაცხადა, რომ მას არ ერიდება ამ პოსტერის:

“ნამდვილად არ გვერიდება, ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ, ჩვენ პასუხები გევქნება თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე არგუმენტებით, ფაქტებით”, – მიმართა კალაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, რაზეც ჟურნალისტმა კალაძეს ერთი არგუმენტის მოყვანა მაინც სთხოვა, რომ ტელეკომპანია “ფორმულამ” მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა, კალაძემ უპასუხა, რომ დაელოდნენ დღევანდელ გადაცემას.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, ამ ტიპის ფეისბუკის პირდაპირ ეთერებს ექნება პერმანენტული ხასიათი.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 25 ივნისს საკუთარი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პოსტერი გამოაქვეყნა, სადაც დღეს, 22:00 საათზე ფეისბუკის პირდაპირი ეთერი დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი