აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.
23 ივნისის ოფიციალური ინფორმაციით, დღე-ღამეში ქვეყანაში 508 შემთხვევა დაადასტურეს.
რაც შეეხება წინა დღეების შემთხვევების რაოდენობებს, ეს რიცხვები ასე გამოიყურება: 22 ივნისი – 478, 21 ივნისი – 491, 20 ივნისი – 471, 19 ივნისი – 438, 18 ივნისი – 338, 17 ივნისი – 329.
აზერბაიჯანში კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 13 715-ია.

https://www.worldometers.info/coronavirus/country/azerbaijan/