ახალი ამბები

კალაძე: ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

24 ივნისი, 2020 • 2241
კალაძე: ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, პარკის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 3 ჰექტარს მოიცავს, პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა:

“სამგორის რაიონში არსებული ვარკეთილის ხევი, რეკრეაციული სივრცის განვითარების თვალსაზრისით, საინტერესოა. აღნიშნული ტერიტორია დაახლოებით 3 ჰექტარს მოიცავს. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვფიქრობთ, რომ სრული პროექტი დაახლოებით ერთ თვეში გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს. პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა.

ტერიტორიაზე საჩრდილობლებით მოსასვენებელი სივრეები, დატვირთული ატრაქციონებით საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტ პარკი და გადმოსახედი ბაქანი მოეწყობა”, – ამბობს კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც.პარკის ტერიტორია შეივსება ახალი ხე-მცენარეებით და გაჩნდება საპიკნიკე არეალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი