ახალი ამბები

ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

23 ივნისი, 2020 • 1104
ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

TV პირველის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს გამოკითხვაზე. ინფორმაციას ამის შესახებ “რეაქციის” წამყვანი ინგა გრიგოლია ავრცელებს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, საქმე გიორგი გაბუნიას შესაძლო შეკვეთილ მკვლელობას ეხება.

ამის თაობაზე სიუჟეტი ტვ პირველის შაბათის გადაცემამ მოამზადა, რომელსაც სწორედ მელაძე ხელმძღვანელობს. გადაცემაში ჩაწერილი ჰყავდათ სავარაუდო ბრლადებულის ძმა, ასევე, ძმის მონათხრობზე დაყრდნობით, გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ დაკავებულს სინამდვილეში ვასამბეკ ბოკოვი არ ჰქვია და ის სხვა ადამიანის პასპორტს იყენებს. ძმა სიუჟეტში ამბობდა, რომ კადრებში ვასამბეკ ბოკოვი ვერ ამოიცნო.

სუს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მელაძე ნამდვილად ბოკოვის საქმეზეა გამოკითხვაზე დაბარებული ხვალ, 11 საათზე.

ნოდარ მელაძე ადასტურებს, რომ საქმე მათ მიერ ბოკოვზე მომზადებულ სიუჟეტს ეხება. ის ამბობს, რომ გამოკითხვაზე ხვალ მივა. მისივე ცნობით, გამოკითხვაზე დაბარებულია ტვ პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეც, რომელიც სიუჟეტის ავტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი