22 ივნისს აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ რეპერი და პოეტი ელშან თეიმუროვი ორთვიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვა. თეიმუროვი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მისი ოჯახი რეპერის დევნას TikTok-ში პოლიციაზე სიმღერას უკავშირებს.
გამოცემა კავკაზსკი უზელის ცნობით, თეიმუროვი 2 ივნისს დაკავეს. იქამდე გასაუბრებისთვის პოლიციის განყოფილებში დაიბარეს, რის შემდეგაც აღარ გაუთავისუფლებიათ.
“რეალურად ის დაკავებულია სიმღერის გამო, რომელიც მან დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ სცემა პოლიციელმა ყარაბაღში მებრძოლი ჯარისკაცის დედა”, – ამბობს დაკავებულის მამა, გაშამ თეიმუროვი, რომლის განმარტებითაც, თავიდან სიმღერა TikTok-ში, შემდეგ კი Youtube-ზე გავრცელდა.
თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.