აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის ცნობით, ქვეყანაში დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების 478 და გარდაცვალების 7 შემთხვევა დაარეგისტრირეს.
ოფიციალური ცნობითვე, აზერბაიჯანში, სადაც მთლიანად Covid-19-ის 13 207 ფაქტი დაფიქსირდა, ამჟმად 5958 პაციენტი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს. გარდაცვლილთა რიცხვი კი, ჯამში, 161-ს აღწევს.
უკანასკნელ დღე-ღამეში სომხეთში ახალი დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 418 შეადგინა.
სულ ქვეყანაში კოვიდ ვირუსის 21 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 500-მდე პაციენტი კი გარდაიცვალა.